მნიშვნელოვანისიახლეები

ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ საქართველოს არ დაუკარგავს არცერთი გოჯი მიწა არ ჰქონია ომი და ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება

საქართველო მდიდრდება-ღარიბაშვილის თქმით ოცნება სახელმწიფოს აძლიერებს

ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, საქართველოს არ დაუკარგავს არცერთი გოჯი მიწა, არ ჰქონია ომი, კონფლიქტი, არავითარი დაძაბულობა, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ბოლო 10 წლის განმავლობაში გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ დღეს ქვეყანაში გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი.
„გუშინ ჩემს გამოსვლაში ჩამოვაყალიბე ის ძირითადი მიზანი და ეროვნული იდეა, რომლის გარშემო ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ქვეყნის გაერთიანების გარეშე, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს. როგორიც წარმოგვიდგენია – ერთიანი, ძლიერი, გაერთიანებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო.

ახლა რას აკეთებს ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩვენმა ხელისუფლებამ, გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი. ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონია მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა. გვქონდა სამოქალაქო ომები, გვქონდა ომი აფხაზეთში, ოსეთში, დავკარგეთ დროებით ტერიტორიები, კონტროლი ჩვენს ძირძველ, ისტორიულ ტერიტორიებზე. ბოლოს ისიც მოვახერხეთ, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ ბირთვულ სახელმწიფოსთან პირდაპირ შევედით, ასე ვთქვათ, ვერ ავირიდეთ მათგან წამოსული პროვოკაციები და გვქონდა პირდაპირ ომი.

ახლა მინდა, კიდევ ერთხელ გავახსენო, მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, ბოლო 30 წლიდან, ჩვენ თუ გადავხედავთ ყველა მმართველობის დროს, ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები და ტერიტორიების დაკარგვა. გადახედეთ ჩვენ მიერ მართულ პერიოდს, მას შემდეგ, რაც მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. საქართველოს არ დაუკარგავს არცერთი გოჯი მიწა. საქართველოს არ ჰქონია არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი დაძაბულობა. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, რაც არის მთავარი ფუნდამენტი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს. ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ბოლო ორი წელია, აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე.

„ახლა რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მე ამაზე ვისაუბრებ მხოლოდ ციფრებით და ფაქტებით. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო ორი წელია იზრდება და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შედეგად, წლის ბოლოს უკვე 80 მილიარდი ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკა. რაც არის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი. პერ კაპიტა ერთ სულ მოსახლეზე რომ გადავიანგარიშოთ, ეს არის 8 000 დოლარი. სულ რაღაც 2 წლის წინ ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდი ლარი, 2020 წელს. აქ არის ბატონი ფინანსთა მინისტრი და დამეთანხმება. ანუ, 2-3 წელიწადში გამოდის თითქმის 30 მილიარდ ლარიანი ზრდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გავამყარეთ ეროვნული ვალუტაც, არის სტაბილური და ჩვენი ქვეყნის განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ისტორიულ მაქსიმუმზე არის ჩვენი ქვეყნის რეზერვები. ყოველ თვე ეროვნული ბანკი ყიდულობს ალბათ 200-300მილიონ დოლარს დაახლოებით. 5 მილიარდს გადააჭარბა ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა რეზერვებმა. ანუ, ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს. ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, 220 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ბოლო ორ წელიწადში. უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე მეგობრებო“, – განაცხადა პრემიერმა.

დღეს გვაქვს დემოკრატია მეგობრებო, თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, დღეს მოქალაქეებს აქვს სრული თავისუფლება და ქვეყანა წინ მიდის.
“მე აღარ შეგაწყენთ თავს, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიარეთ საშინელი დღეები, 90-იანი წლები, უშუქობა, უგაზობა, უბედურება, კრიმინალების თარეში და მართვა, სახელმწიფო გადატრიალება, ომები, სამოქალაქო ომი, ქვეყანამ განიცადა სრული კატასტროფა. ჩვენ თუ შევადარებთ, სად ვიყავით ამ ომებამდე, სად იყო თუნდაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც კატასტროფა. ეს გავაკეთეთ ჩვენ, იმ დროინდელმა ხელისუფლებებმა ეს ამხელა განსაცდელი ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს. ვთქვათ პირდაპირ. ძალიან კომპლექსური საკითხებია, მე აღარ მინდა, ამ საკითხებს ჩავუღრმავდე, ძალიან ბევრი მიზეზები იყო, მაგრამ ფაქტი არის შემდეგი, რომ ჩვენ გადავიტანეთ ძალიან რთული პერიოდი. დღეს მადლობა ღმერთს, რომ მშვიდობა გვაქვს, სტაბილურობა, ქვეყანა ვითარდება, მივდივართ წინ, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, რიგ შემთხვევაში ათჯერ უფრო მეტი შედეგები, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს. განსხვავება არის მთავარი – დღეს გვაქვს დემოკრატია მეგობრებო, თუნდაც, ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა, ორი დღე გვაკრიტიკებს მთელს ხელისუფლებას ასეთ მშვიდობიან პერიოდში. ესეც არის დემოკრატიის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურება. ჩვენ ქვეყანაში გვაქვს დემოკრატია. ჩვენს მოქალაქეებს აქვს სრული თავისუფლება“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button