მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შოიგუ ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს და პუტინს ინფორმაციას სამხედრო მეთაურები აწვდიან

რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები შოიგუს დასცინიან – ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური ინფორმაცია, რომელიც უკრაინაში ომს ეხება და დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, დღეს, 29 აგვისტოს მთლიანად ეთმობა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. მათივე ინფორმაციით, არაეფექტური მართვის გამო, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გვერდზე გასწიეს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ცნობებზე, რომ პრობლემების გამო, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში აწყდება, შოიგუ ხელმძღვანელობას ჩამოაშორეს და პრეზიდენტ პუტინს ინფორმაციას უშუალოდ სამხედრო მეთაურები აწვდიან.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, რომლებსაც ომის უშუალო გამოცდილება აქვთ, შოიგუს მისი არაეფექტური ლიდერობის გამო რეგულარულად დასცინიან, რადგან რუსეთის პროგრესი ფრონტის ხაზზე შეჩერებულია.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, სამხედრო გამოცდილების ნაკლებობის მქონე შოიგუ რეპუტაციის მოპოვებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა. დაზვერვა წერს, რომ პროფესიით ინჟინერ-მშენებელი სერგეი შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრია 2012 წლის ნოემბრიდან მანამდე ის თითქმის ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და იყო მოსკოვის ოლქის გუბერნატორიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button