შორ დისტანციაზე კოცნის გაგზავნა უკვე შესაძლებელი გახდა [Video]

ბრიტანელმა და იაპონელმა გამომგონებლებმა დანადგარი შეიმუშავეს, რომელსაც მესენჯერების მეშვეობით კოცნის დისტანციურად გადაცემა შეუძლია. ახალი გაჯეტი, სახელწოდებით Kissenger-ი, iPone-ს უერთდება და ამბორის გადაცემასა და მიღებას დისტანციურად, მულტისენსორული ურთიერთქმედების გზით ახორციელებს, – გვაცნობებს IEEE Spectrum.
Kissenger-ის სმარტფონთან მიერთების შემდეგ FaciTime-ის ან Skype-ის ვიდეოჩატში მომხმარებლები ერთმანეთს უკავშირდებიან. კოცნის გასაგზავნად სილიკონის ღილაკზე, სადაც წნევის სენსორებია დამონტაჟებული, ტუჩებით შეხებაა საჭირო.
Kissenger-ის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ გაჯეტი არა მხოლოდ შეყვარებულ წყვილებს გამოადგება, არამედ შორ მანძოლზე მცხოვრებ ნათესავებსაც.
გამოცემა წერს, რომ, დანადგარის ფასი და მისი სერიული გამოშვების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დანადგარი, რომელიც პერსონალურ კომპიუტერს უერთდება და კოცნას დისტანციურად აგზავნის, 2011 წელს იაპონიაში გამოუშვეს.