შოთა არველაძე კონტრაქტის გაწყვეტისთვის 200 ათას ევროს მიიღებს

შოთა არველაძე “ტრაბზონსფორის” მწვრთნელი აღარ არის.

მხარეებმა ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს. კონტრაქტის შეჩერებისთვის, შოთა არველაძე 200 ათას ევროს მიიღებს. ამის შესახებ სააგენტo Reuters იუწყება.

ამასთან, შოთა არველაძე აცხადებს, რომ კლუბთან არანაირი ფინანსური მოთხოვნა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ არველაძე, სულ 5 თვის წინ, “ტრაბზონის” თავკაცი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button