სპორტი

შოთა მიშველიძე მსოფლიოს ვიცე- ჩემპიონი გახდა#ძალოსნობა

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე შოთა მიშველაძე ვერცხლის პრიზიორი გახდა

ქართველმა ტიტულოვანმა ძალოსანმა ორივე მოძრაობაში მეორე პოზიცია დააფიქსირა და ატაცში და აკვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მიშველაძემ საერთო ჯამში 286 კგ.დააგროვა და სულ მცირედით ჩამორჩა 19 წლის პერსპექტიულ სამხრეთ კორეელ მეტოქეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი უზბეკეთის დედაქალაქში კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ,რომ 10 დეკემბერს თბილისის დროით 18 საათიდან ფიცარნაგზე მსოფლიოს სხვა ქვეყნების ძალოსნებთან ერთად, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის შვილი კახი ასანიძე გამოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button