
ზუგდიდში ქალაქის შუაგულში დაუდგენელმა პირებმა კერძო სახლში მდებარე საბავშვო ბაღი გაქურდეს.
ოჯახის მეპატრონის თქმით,რომელიც თბილისში იმყოფებოდა, მომხდარი ბაღის გამგემ დღეს შეატყობინა.
“კიბე მიუდგამთ მეორე სართულზე გვიან ღამით და როგორც მეუბნებიან წაღებულია ორი ტელევიზორი და პროცესორი. ფანჯრიდან შევიდნენ. ბავშვები საახალწლო ღონისძიებისთვის ემზადებოდნენ და ასე დარჩნენ უტელევიზოროდ. გზაში ვარ და დილას დეტალები მეცოდინება,მე იმას ვშიშობ ვაითუ პირველ სართულზეც შევიდნენ”,-გვითხრა ოჯახის დიასახლისმა.
მისივე თქმით,ბაღის გამგემ ეგრევე გამოიძახა პოლიცია და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.