მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შპრიცები და თეთრი ფხვნილი -პროტესტი სუს-ის შენობასთან

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან შპრიცები და თეთრი ფხვნილი მიიტანა. ენმ-ის წარმომადგენელ ანა წითლიძის განცხადებით, ეს ყველაფერი სწორედ სუსი-ს სიმბოლოა, რითაც არჩევნებში ხმათა უმრავლესობის მოპოვება შეძლეს.

ანა წითლიძეს ხელში უჭირავს ბანერი, წარწერით – “რევოლუცია”.

ადგილზე დააკავეს ენმ-ს წევრი ელდარ კეზუა. იგი გადაყვანილია პოლიციის სამმართველოს შენობაში.

.ანა წითლიძე სუსის უფროსთან ითხოვს შეხვედრას.

ზუგდიდში გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გუშინ, 3 ნოემბერს გააპროტესტა, შემდეგ კი სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ღამე შენობასთან გაათია. დღეს დილით, ამავე შენობაში ენმ-ის წარმომადგენლებმა “ნახვაწა” (ღომის ქერქი) მიიტანეს. ამ სახელით ისინი “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიას მოიხსენიებენ.

ოპოციის განცხადებით, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ და შეკრებები სხვადასხვა ფორმით მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა ხმების 51% მიიღო, ენმ-ის წარმომადგენელმა 48%.

მსგავსი პოსტები

Back to top button