მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ზუგდიდის ქუჩებში, წარწერა “რევოლუცია” გამოჩნდა

ზუგდიდის ქუჩებში, სხვადასხვა შენობებზე წარწერა “რევოლუცია” გამოჩნდა. ეს წარწერა ქალაქში “ნაციონალურმა მოძრაობამ” დატოვა. ისინი ამბობენ, რომ არჩევნების შედეგს არ შეეგუებიან, და რომ დღეს ბრძოლა ქუჩაზე გადის.

მანამდე მათ სუს-ის შენობასთან შპრიცები და თეთრი ფხვნილი მიიტანეს იმის ნიშნად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სწორედ ამ ყველაფრის გამოყენებით მოუტანა მმართველ პარტიას ხმები.

ენმ-ის ადგილობრივი ლიდერის, ანა წითლიძე ითხოვდა სუსის უფროსთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ. მას სამართალდამცველებმა მოსთხოვეს შპრიცების აღება, რასაც წითლიძე არ დაემორჩილა.

შედეგად, პოლიციას და აქციის მონაწილეებს შორის დაპირსიპირებისას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ელდარ კეზუა დააკავეს.

ზუგდიდში გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები გუშინ, 3 ნოემბერს გააპროტესტა, შემდეგ კი სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. აქციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ღამე შენობასთან გაათია.

მსგავსი პოსტები

Back to top button