მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჭყონდიდის ეპარქიაში პოლიცია მობილიზებულა

მიტროპოლიტმა სტეფანემ ჩოხოსანთა დასის დახმარებით, ამ დროისთვის ჭყონდიდის ეპარქიიდან განყენებული რამდენიმე სასულიერო პირი ძალის გამოყენებით სამონასტრო კომპლექსიდან გამოაძევა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ამ წუთებში სალხინოს მამათა მონასტერში მრევლი შეკრებას იწყებს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ რამდენიმე თვის წინ, 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.

წასვლაზე და ქონების დატოვებაზე უარს ამბობს სალხინოს მამათა მონასტრის ახლა უკვე ყოფილი წინამძღვარი მამა დანიელი,რომელიც, მონასტრის გარდა, უკვე წლებია ხელმძღვანელობს სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციასა და საპატრიარქოს ბალანსზე არსებული ღვინის მარანს.

აღნიშნული ქონება მონასტრის, ეპარქიისა და საპატრიარქოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა.

დასჯილი სასულიერო პირი წმინდა სინოდის სხდომის დანიშვნასა და ბრალდებების განხილვას ითხოვს.

დაუმორჩილებლობის გამო სამართალდამცავებმა მამა დანიელი დააკავეს.

მათ მონასტერში ყოფნის გარკვეული ვადა ჰქონდათ, რაც გუშინ 4 ნოემბერს ამოიწურა.

მათ გამაფრთხილებელი წერილი რომ დაეტოვებინათ ეპარქია,საპატრიარქოდან 29 ოქტომბერს მიიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button