თბილისის მეტროს თანამშრომლებისთვის მილიონი ლარი გამოიყო

თბილისის სატრანსპორტი კომპანია, მეტროს თანამშრომლებისთვის მილიონი ლარის გამოყოფასთან დაკავშირებით იუწყება.

როგორც გაცხადებაში წერია, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო კომპანიას აქვს შეზღუდული ფინანსური რესურსები, კომპანიის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, გამოიყო 1 მილიონი ლარი თანამშრომლებისთვის წელთანამსახურების ანაზღაურებისთვის.

განცხადების მიხედვით, მოლაპარაკებები კომპანიის მენეჯმენტსა და მეტროს პროფესიული კავშირების წარმოამდგენლებს შორის დაიწყო გასული წლიდან და ამ ეტაპზე კომპანია მზად არის, დასაქმებულებს გადაუხადოს დანამატი მათი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, მას შემდეგ რაც შეთანხმდება გადახდის პირობები და ტექნიკური საკითხები.

“რაც შეეხება მემანქანეების მოთხოვნებს ხელფასის მატებასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს, რომ მეტროს მემანქანეების სახელფასო განაკვეთი შედგება საათობრივი ანაზღაურებისგან, ასევე მავნე და მძიმე პირობების დანამატის, დღესასწაულებზე და ღამის საათებში შესრულებული სამუშაოს, კლასის (თანრიგის) დანამატის, ასევე მე-13 ხელფასისა და სააღდგომო პრემიისგან.
თავის მხრივ, სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეებს, „უფრო მეტად გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ აქვთ საზოგადოების წინაშე და ზუსტად გაანალიზონ ის შედეგები, რაც მოყვება მათ გაფიცვას, რომელიც გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვან შეფერხებას, ვინაიდან თბილისის მეტროთი ყოველდღიურად 300 ათასამდე მგზავრი სარგებლობს“.
სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულია 6000-მდე თანამშრომელი, რომელთა საერთო სახელფასო განაკვეთი შეადგენს კომპანიის საერთო შემოსავლების 65%-ს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტროს მემანქანეებმა მასობრივი გაფიცვა 8 აპრილისთვის დააანონსეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button