სპორტი

ქართველი ჰალკი ნახევარფინალშია. საგინაშვილმა ამერიკელი მშრალად დაამარცხა

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე ტოპ 8-ინის მკლავჭიდელთა ტურნირის მეოთხედფინალში ლევან საგინაშვილმა, იგივე ჰალკმა ამერიკელი დეივ ჩაფი 6:0 დაამარცხა. საგინაშვილმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის თუ რომელ ძალოსანს დუპირისპირდება ქართველი სპორტსმენი. ასევე უცნობია, ორთბროლის ჩატარების ადგილი.

შეგახსენებთ, რომ ლევან საგინაშვილი მსგავს ტურნირში მეორედ იღებს მონაწილეობას. 2019 წელს ჰალკმა ასპარეზობა მოიგო და ფინალში რუსი ვიტალი ლალეტინი ანალოგიური ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

მსგავსი პოსტები

Back to top button