შსს ადასტურებს რომ ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან ადასტურებს ინფორმაციას თბილისის ზოოპარკიდან ცხოველების გაქცევის შესახებ და მოსახლეობას მოუწოდებს არ აჰყვეს პანიკას.

“არ აჰყეთ პანიკას, რადგან მიმდინარეობს ცხოველების უკან დაბრუნების პროცესი და სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია სამაშველო სამსახურებთან ერთად ” – განაცხადა გიორგობიანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button