ზოოპარკის ადმინისტრაცია: ფაქტობრივად ზოოპარკი არ არსებობს

“ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსს მზია შარაშიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ზოოპარკში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.ნახევარი ზოოპარკი მთლიანად დატბორილია. თანამშრომლები ვერ ახერხებენ ზოოპარკის ტერიტორიაზე შესვლას. ჯერ-ჯერობით არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენი ცხოველია დაღუპული. ადგილზე მობილიზებულია და მუშაობს სამაშველო სამსახური. – ინფორმაციას “აიპრესი” ავრცელებს.

“არ ვიცი რა გითხრათ. ფაქტობირვად ზოოპარკი არ არსებობს.”- განაცხადა მზია შარაშიძემ.

ინფორმაციას ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზეც ათავსებს: “თითქმის მთელი ზოოპარკი დატბორილია. ტერიტორიაზე ვერავინ შედის. შესასვლელთან მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო სამსახურები. ამ დროისთვის მეტს ვერაფერს გეტყვით”

სოცილაურ ქსელში ვრცელდება კი აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის ზოოპარკში წყალი შევარდა და ცხოველების დიდი რაოდენობა გაიქცა. საბურთალოს მაცხოვრებლების ინფორმაციით ხილიანის უბანში მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურები.
როგორც ადგილობრივებს პოლიციელებმა უთხრეს ზოოპარკიდან გაგცეულ ცხოველთა შორის არის ვეფხვი და ლომი.

მსგავსი პოსტები

Back to top button