სტიქია დედაქალაქში – ფოტომასალა

კოკისპირულმა წვიმამ თბილისში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სარდაფები.ადიდებულია მდინარეები ვერე და მტკვარი. 

ძლიერი წვიმის გამო, საცობები წარმოიქმნა თითქმის მთელი ქალაქის მასშტაბით.დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები და იქ განთავსებული კომერციული ფართები და მაღაზიები. ჩამოინგრა რამდენიმე შენობა.

ამ წუთებში ვერეს ხეობაში მიმდინარეობს იქ მაცხოვრებლთა სამაშველო ოპერაცია. მთლიანად პარალიზებულია თბილისის ზოოპარკი სადაც მდინარე ვერე შევარდა, ცხოველები კი ვოლიერებიდან გაიქცნენ. 30 მდე მტაცებელს ქალაქში სამაშველო სამსახურები ამ დრომდე ეძებენ. ბოლო მონაცემებით “თბილისის ზოოპარკიდან გამოქცეულია 6 ვეფხვი, 6 ლომი, 7 დათვი და 13 მგელი, აქედან ერთი ლომი და ერთი დათვი დაძინებულია, დანარჩენი ცხოველები კი სავარაუდოდ  თბილისის ქუჩებში გაფანტულები და საკმაოდ საშიშები არიან. მოსახლეობას ვთხოვთ, თავი შეიკავონ ქუჩებში სიარულისგან, მანამ სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება” – ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ ფხალაძემ, განაცხადა.

“ღონისძიებაში ჩართულია ყველა სამსახური და აღჭურვილები ვართ სპეციალური იარაღებით” – აცხადებენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მედიასთან.

ბოლო ცნობებით, თბილისში, ვერეს ხეობაში, სვანიძის ქუჩაზე ნაპოვნი ორ გარდაცვლილი დები აღმოჩნდნენ. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, თბილისში სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შვიდ ადამიანს კი ეძებენ.

საქართველოს მთავრობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს, შექმნილია სპეციალური შტაბებიც.

გთავაზობთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მასალას.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”9386″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”0″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1434234355501″]

 

მსგავსი პოსტები

Back to top button