შსს ირწმუნება რომ გიორგი ჯახუა სასულიერო პირი არ არის
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის და მას მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღებას გულისხმობს. ჯახუას მტკიცებით კი, იგი მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს დედათა მონასტრის დიაკონია.
ქუთაისში ერთ-ერთ სასულიერო პირს პოლიციამ კანაფი აღმოუჩინა. ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის ინფორმაციით, სამართალდამცველები მის დაპატიმრებას გეგმავენ.
ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ეს შერჩევითი სამართალია, რადგან გირჩის ოფისში მარიხუანას ძირები პოლიციამ ასევე ამოიღო, თუმცა პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლები არ დაუკავებიათ. შეგახსენებთ, რომ გირჩის წარმომადგენლებმა 31 დეკემბერს ოფისში რამდენიმე ძირი საზეიმოდ დარგეს, რომელიც შემდეგ პოლიციამ ამოიღო.