მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

“შსს მასშტაბურ ვაკანსიებს აცხადებს… პოლიციელები მექსიკაში გარბიან ” – ნიკა მელია

"ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება ივანიშვილმა ჩააბარა თავის დაცვის უფროსს"

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციელების მიერ სამსახურის დატოვების მოთხოვნით ასეულობით პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ.

როგორც მელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა, დღეისათვის, “უსამშობლო ოლიგარქმა დაამყარა ისეთი რეჟიმი, რომ ქვეყანაში გაჩერება შეუძლებელი გახდა მათთვისაც, ვისთვისაც სამშობლო ძვირფასია”.

მელია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოცდილი კადრები უიმედობის, უპერსპექტივობისა და უკანონო ბრძანებების გამო ტოვებენ და საზღვარგარეთ მიდიან.

“სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების გადინება რომ მასიურია, ამას შსს-ს მიერ მხოლოდ აგვისტოში გამოცხადებული ვაკანსიაც ცხადყოფს. მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 145 ვაკანსიის დასაკავებლად შსს-მ კონკურსი გამოაცხადა. ასეთი მასშტაბური ვაკანსია ამ პოლიციას არ ახსოვს…

უწყებაში სამსახურის დატოვების მოთხოვნით ასეულობით პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ, მაგრამ ბევრი ისე გარბის, აღარც ეკითხებიან.  გარბიან და მექსიკის გავლით ამერიკაში ჩასულები საუწყებლად რეკავენ რომ წავიდნენ უწყებიდან. გარბიან იმიტომ რომ ეს ხელისუფლება გასაჩერებელ ადგილს არ უტოვებს ამ ქვეყანაში პატრიოტ ადამიანებს”, – ამბობს მელია. 

მისივე თქმით, “სასაცილო და დამამცირებელია” მათი ხელფასიც, რომელიც 1600 ლარს არ აღემატება:

მათი ხელფასი 1 600 ლარს არ აღემატება, მაშინ როცა მათი მინისტრი, ივანიშვილის პირადი მცველი გომელაური მდიდრული სახლებით და აგარაკებით იწონებს თავს, თავის ოჯახის წევრს რამდენიმე ასეულ ათას ლარად ქორწილს უხდის, სადაც 1 ტორტში  5 ათას ლარს იხდის!
ერთი სიტყვით, თავის ოჯახის წევრებს მარწყვის პირამიდებს უშენებენ ტორტად, სხვის შვილებს კი უშენებენ ქვეყანას, სადაც ცხოვრება აუტანელი, გაუსაძლისი და სახიფათოა! ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება ივანიშვილმა ჩააბარა თავის დაცვის უფროსს, რომელიც ისევ და ისევ მას იცავს მხოლოდ  და არა სასოგადოებას, – თქვა მელიამ. 

ყოფილმა პოლიციელებმა სამსახურის დატოვების შესახებ საჯაროდ რამდენიმე დღის წინ ისაუბრეს. მაშინ მათ თქვეს, რომ პატაკის დაწერისა და სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ძირითად შემთხვევებში ის არაჯანსაღი გარემოა, რომელიც “ქართული ოცნების” პირობებში შეიქმნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი პოლიციელების ვაკანსია რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button