მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

შტორმის დროს გაგრაში რუსი ტურისტი დაიხრჩო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანებოს სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 4 ივლისს, შტორმის დროს, გაგრაში რუსი ტურისტი დაიხრჩო.

მათივე ცნობით, სარატოვის მცხოვრები, 42 წლის პაველ დანკოვის სამძებრო სამუშაოები ზღვაზე ძლიერი ღელვის გამო ვერ ხერხდება. თვითმხილველების ცნობით,ტურისტი ზღვაში მიუხედავად ძლიერი შტორმისა, მაინც შევიდა.

ამავე უწყების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებოს თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალის
გადარჩენა მოახერხეს. ინციდენტი გაგრაში, დაახლეობით, 8 საათსა და 30 წუთზე მოხდა.

რუსი ტურისტი აღელებულ ზღვაში შევიდა და დამოუკიდებლად გამოცურვა ვერ შეძლო. მას მაშველები დაეხმარნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button