მსოფლიოსიახლეები

COVID-19-ით ცხოველების დაავადება ნიდერლანდის ორ ფერმაში

ნიდერლანდში, წაულას ორ ფერმაში ჩატარებულმა ტესტმა COVID-19-ით ცხოველების დაავადება გამოავლინა, იტყობინება Associated Press-ი.

კვირას ნიდერლანდის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ მანამდე ორი ფერმის რამდენიმე თანამშრომელს ახალი კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომები შეენიშნებოდა. სამინისტროს თანახმად, ამიტომ „სავარაუდოა, რომ ეს არის ადამიანიდან ცხოველზე ინფექციის გადასვლის შემთხვევები“.

ხელისუფლება, უსაფრთხოების მოსაზრებით, ჩრდილოეთ ბრაბანტის რეგიონში მდებარე ფერმების გარშემო გზებს 400 მეტრის რადიუსით კეტავს. ნიდერლანდის მასშტაბით, კორონავირუსი ამ რეგიონში ყველაზე მეტად არის გავრცელებული.

სიასამური არ არის პირველი ცხოველი, რომელსაც COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. მანამდე ინფექცია აღმოაჩნდა ორ შინაურ კატას ნიუ-იორკის შტატში და რამდენიმე ვეფხვსა და ლომს ნიუ-იორკის ბრონქსის ზოოპარკში. დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ცხოველთა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებშიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button