რეგიონი

შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და საზღავო ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა

შტორმმა ფოთში სანაპირო ზოლი და საზღავო ინფრასტრუქტურის ნაწილი დააზიანა.

ძლიერი ღელვის შედეგად სანაპიროს რამდენიმე მონაკვეთზე აყრილია ფილები. შტორმმა საძირკველი გამოურეცხა სავალ ნაწილს და დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაც.

არსებულ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ფოთის მერ ბექა ვაჭარაძესთან ერთად გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად უკვე დაწყებულია მუშაობა სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი სისტემის პროექტირებასთან და შემდეგ უკვე სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ძლიერმა შტორმმა ფოთთან ერთად პრობლემები ანაკლიასა და განმუხურშიც შექმნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button