შუალედური არჩევნები ლაგოდეხისა და სენაკში

30 ოქტომბერს, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება.

გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო. განკარგულების თანახმად, შუალედური არჩევნები ლაგოდეხში, სოფელ ცოდნისკარში და სენაკში, თეკლათის თემში გაიმართება.

აღნიშნულ ოლქებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ლაგოდეხის საკრებულოში ცოდნისკარის თემის მაჟორიტარ დეპუტატს, ალექსანდრე ვარდოსანიძესა და სენაკის საკრებულოში, თეკლათის თემის მაჟორიტარ დეპუტატს ლიმორა არდიას უფლებაოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button