მნიშვნელოვანისაქართველო

შუალედური არჩევნების შედეგები – ბრალდებები და პასუხები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ლაგოდეხის მე-15-ე საარჩევნო ოლქის აფენის თემში, ოთხ საარჩევნო უბანზე ჩატარებულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ხმების 84,4%-ით გაიმარჯვა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატმა, ომარ შველიძემ. “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის” კანდიდატს, მალხაზ მელაშვილს ხმა მისცა 14,71%-მა და “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” კანდიდატ, დავით ბეგლარაშვილს 1 პროცენტზე ნაკლები აქვს.

ოპოზიცია ამომრჩევლის დაშინებაზე, ზეწოლასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს. ბრალდებებს უარყოფენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.

ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებში” კი ძირითად აქცენტს აკეთებენ, საარჩევნო უბნებთან მობილიზებულ პარტიულ კოორდინატორებზე, რაც იურისტის ნინო რიჟამაძის შესაფებით, “ეს არის ამომრჩევლის ნების კონტროლი და შესაძლოა, ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც ირიბი ზეწოლა”.

დეტალები ნახეთ დავით ჭაბაშვილის, ნატალია შუბითიძის და გიორგი ალადაშვილის რეპორტაჟში 🎥🎤📺📻⤵

მსგავსი პოსტები

Back to top button