შვარცენეგერი და “Depeche Mode” უკრაინის “თეთრ სიაში” შეიყვანეს
უკრაინის კულტურის სამინისტროს საიტზე იმ უცხოელი მოქალაქეების „თეთრი სია“ გამოქვეყნდა, რომლებმაც უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სიაში, მსოფლიოში ისეთი ცნობილი ადამიანებია ჩამოთვლილი, როგორც მსახიობები: მილა იოვოვიში, არნოლდ შვარცენეგერი, „Depeche Mode“ -ის სოლისტი მარტინ გორი, რეჟისორი პედრო ალმოდოვარი და სხვა.
„ახლა, როცა უკრაინა რუსეთის ტერორისტულ აგრესიას ებრძვის, გამოჩნდნენ მსოფლიო მასტშაბის ხელოვნების მუშაკები, კინომსახიობები, სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ოკუპანტთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას, ხმამაღლა გამოხატავენ“, – აღნიშნულია საიტზე.
„თეთრი სიის“ შექმნა, მადლიერების გამოხატვის საშუალებაა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ შეუშინდნენ უკრაინის ღია მხარდაჭერას.