შვედეთში ყინულის სასტუმრო მთელი წელი იმუშავებს [Video]
შვედეთში სასტუმრო გაიხსნა, რომელიც მთლიანად ყინულისგანაა აშენებული. Icehotel 365 პოლარული წრიდან 200 კილომეტრშია განლაგებული, – გვაცნობებს Theguardian.com.
Icehotel 365 პირველი სასტუმრო გახდა, რომელიც მთელი წლის მანძილზე იფუნქციონირებს. იქ ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით -5 გრადუსს აღწევს.
ოტელში 20 ნომერი, ბარი და სურათების გალერეაა.
ამ ტიპის პირველი სასტუმრო 1989 წელს ააშენეს, მაგრამ გაზაფხულზე იგი დადნა. ახალი Icehotel 365 აღარ დადნება, ვინაიდან იგი სინათლის ამრეკლავი პანელებითაა აღჭურვილი.
Icehotel 365 მთელი წლის მანძილზე 50 ათასი სტუმრის მიღებას გეგმავს.