მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შვეიცარიამ 8,8 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივები გაყინა. გაყინული აქტივების ჯამი 8,81 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ნაბიჯი შვეიცარიამ იმ სანქციების ფარგლებში გადადგა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო რუსეთის დასჯას ემსახურება.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს.

ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნომ (SECO), რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აკონტროლებს, განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა წინასწარი შეფასებითაა და შეიძლება 2024 წლის მეორე კვარტლის ბოლოს შეიცვალოს.

სამდივნომ აღნიშნა, რომ ზუსტი ციფრის დადგენა რთული იყო სანქციების სიიდან ახალი ადამიანების დამატების ან ამოღების გამო.

მათ განმარტეს, რომ უფრო ზუსტი მაჩვენებელი მომავალი წლის მეორე კვარტალშია მოსალოდნელი, როცა შვეიცარიული ბანკები მთავრობის წინაშე მოხსენებით წარდგებიან.

ოფიციალურმა ბერნმა ასევე დაბლოკა რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი სავალუტო აქტივების 7,4 მილიარდი ფრანკის ოდენობით.
უკრაინა ევროკავშირისგან 480 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს, – ამის შესახებ, ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი სამუელ რამანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

“ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირის 480 000 საარტილერიო ჭურვი უკვე ჩავიდა ან მალე ჩავა უკრაინაში.” – წერს დოქტორი სამუელ რამანი

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას 2024 წლის მარტისთვის დაპირებული მილიონიდან კიდევ 300 000 ჭურვს მიაწვდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button