მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

შვეიცარიამ დანიიდან უკრაინაში Piranha III ჯავშანტექნიკის გაგზავნა დაბლოკა – მედია

შვეიცარიამ დანიას არ მისცა უფლება, უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორი „ფირანჰა III“ მიეწოდებინა.

აღნიშნული ჯავშანტექნიკა შვეიცარიული წარმოებისაა და დანიის მთავრობას სურდა, ნეიტრალური შვეიცარია იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მისგან შეიარაღებას ყიდულობენ ითხოვს რე-ექსპორტზე ნებართვის აღებას.
უკრაინისთვის 20 ერთეული სამხედრო დანიშნულების ავტომობილი გადაეცა, თუმცა შვეიცარიის მთავრობამ ინიციატივა დაბლოკა.
ხელისუფლებამ ნებართვაზე ფორმალური განაცხადი შეიტანა შვეიცარიის ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო სამდივნოში (SECO).

დასავლური მედიის ცნობით, ბერნის ნებართვის გარეშე უკრაინის დახმარება შეუძლებელია: ჯავშანმანქანების ყიდვისას დანიამ აიღო ვალდებულება, რომ მესამე მხარისთვის სამხედრო ტექნიკა მხოლოდ შვეიცარიის ნებართვით გადაეცა.
მედიის ცნობით კი შვეიცარიის უწყებამ დაბლოკა განაცხადი და მიზეზად თქვა, რომ ტანკების გაგზავნა შვეიცარიის ნეიტრალიტეტის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რაც კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდებას კრძალავს.

შეგახსენებთ, რომ აპრილში შვეიცარიამ მსგავსად ვეტო დაადო გერმანიის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იმ შვეიცარიაში წარმოებული ჭურვების გადაცემაზე, რაც ანტისარაკეტო ტანკებში გამოიყენება. ამ შემთხვევაშიც შვეიცარიამ განმარტა, რომ “ომის მასალების აქტით” იკრძალება ომში ჩართული ქვეყნებისთვის საბრძოლო შეიარაღების გადაცემა.

გამოცემა SRF, აცხადებს, რომ შვეიცარიის ხელისუფლებაზე დიდია წნეხი, რომ უკრაინაში ომის პერიოდში გადაიხედოს ქვეყნის ნეიტრალიტეტის პოლიტიკა.

ადგილობრივი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ მათ უკრაინას იარაღი უნდა გაუგზავნონ, რათა ქვეყანამ რუსეთის აგრესიისგან თავდაცვა შეძლოს.

მედიის ცნობით, შვეიცარიის ხელისუფლება გერმანიისა და დანიის მოთხოვნას შეიარაღების გაგზავნაზე ფედერალური საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე განიხილავს, რომელიც პარასკევს, 3 ივნისს ან შემდეგ კვირაში გაიმართება.

„ფედერალურმა საბჭომ უნდა იმოქმედოს და გამოასწოროს პრაქტიკა. ეს იარაღი უნდა შეიძლებოდეს, რომ გადაეცეს ქვეყანას, რომელიც თავს აგრესორისგან იცავს“ – აცხადებს პირმინ ბიშოფი, შვეიცარიის პარლამენტში საგარეო პოლიტიკის კომისიის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარია შეუერთდა რუსეთისთვის ევროკავშირის მხრიდან დაწესებულ სანქციებს, უკრაინას კი ციფრული სერვისების განვითარებაში ფინანსურად დაეხმარა.

ამასთან გერმანია უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, გერმანია უწყვეტად ეხმარება უკრაინას და უკვე მიაწოდა 15 მილიონი ტყვია, 100 ათასი ხელყუმბარა და 5 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.

“სულ ცოტა ხნის წინ მთავრობამ გადაწყვიტა, რომ მივაწვდით ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც გერმანიას აქვს IRIS-T-ის სახით”, – თქვა შოლცმა.

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინა განსაკუთრებით ითხოვს მძიმე ტექნიკის მიწოდებას.

შოლცის თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები პარტნიორებთან რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის შემდგომი შეიარაღების გზებზე.

სამშაბათს კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანებს (IFV) გადასცემს საბერძნეთს, რათა ათენის მთავრობამ საბჭოთა ტიპის იარაღი გადასცეს უკრაინას.

მსგავსი პოსტები

Back to top button