კულტურარეგიონი

სიღნაღში მოპარული ელექტროსადენები “ჯართში” ჩააბარეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ელექტროსადენები მოიპარეს.

“ენერგო პრო ჯორჯიას” კუთვნილი სადენების ქურდობის ფაქტი, სოფელ ნუკრიანში მოხდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ელექტროსადენები ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტში ჩააბარეს.

სავარაუდო ბრალდებული, სამართლადამცავებმა მალევე დააკავეს.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button