“სიღნაღში დამწვარი სახლების მეპატრონეები 5000 ლარს მიიღებენ”
“სიღნაღში დამწვარი სახლების მეპატრონეები ერთჯერადი დახმარების სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5000 ლარს მიიღებენ”, – ამის შესახებ რადიო “თბილისს” კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა.რაც შეეხება ამერიკელ ბიზნესმენს ჯონ ვუდერმანს, რომლის თქმითაც, მისი ზარალი ხანძრის შემდეგ 300 000 ლარს შეადგენს, გუბერნატორი ამბობს, რომ: “შესაძლოა ზოგ ოჯახს მდიდრული სახლი ჰქონდეს, ზოგს ღარიბული, თუმცა ჩვენი მიზანია ოჯახი არ იყოს ღია ცის ქვეშ”, – ამბობს შიოლაშვილი.
სიღნაღში, ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაზარალებულმა მოსახლეობამ საყოფაცხოვრებო ნივთების მხოლოდ ნაწილის გადარჩენა მოახერხა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ირაკლი შიოლაშვილი_ხმა