რეგიონისიახლეები

სიღნაღში, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში.

კოვიდ-19 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალბატონს დაუდასტურდა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ინფიცირებულს აჭარის რეგიონში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ეპიდემიოლოგები ქალის კონტაქტების გამოვლენაზე მუშაობენ, თავად პაციენტს, შესაბამის კოვიდ კლინიკაში, დღეს გადაიყვანენ.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, 72 კოვიდ ინფიცირებულია. კორონა ვირუსის შემთხვევები, საგარეჯოს გარდა, რეგიონის 7 მუნიციპალიტეტში უკვე დაფიქსირებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button