კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
სიღნაღში კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
პოლიციამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა. ბაგრატ ოზმანიანის დაკავებას მისი ახლობლები ადასტურებენ.
ოზმანიანი მეტსახელად “გონგორა” ნარკოტიკული საძუალების შეძენა, შენახვა , გადაზიდვის ფაქტზე აიყვანეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
ოზმანიანი წარსულში, განზრახ მკვლელობისთვისაა ნასამართლევი.მან სასჯელი უკვე მოიხადა და პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ, ახლო ურთიერთობები დაამყარა სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.