სილქნეტის მომხმარებლებს ჰერეთის ვებგვერდზე წვდომა არ აქვთ
ძვირფასო მეგობრებო, დღეს დილიდან რადიო ჰერეთის ვებგვერდის იმ მომხმარებელს, რომელიც კომპანია “სილქნეტის” ინტერნეტით სარგებლობს ჩვენს საიტზე წვდომა შეუწყდა ვებგვერდზე www.heretifm.com.
ინტერნეტის სხვა პროვაიდერებიდან საიტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
რადიო ჰერეთი არკვევს დეტალებს, იმედი გვაქვს აღნიშნული ტექნიკური პრობლემა მალე აღმოიფხვრება.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.