სილქნეტმა კახეთზე წვდომა აღადგინა
რამდენიმესაათიანი წყვეტის შემდეგ სატელეკომუნიკაციო კომპანია “სილქნეტმა” კახეთის რეგიონში ინტერნეტზე წვდომა აღადგინა.
რადიო ჰერეთთან “სილქნეტში” აცხადებენ, რომ ცენტრალურ მაგისტრალზე აღმოჩენილი იქნა ხარვეზი, რაზეც მუშაობა მიმდინარეობდა და აღმოიფხვრა.
კომპანიაში აცხდებენ, რომ სილქნეტის ჯგუფები წინასაარჩევნოდ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
კომუნიკაციის სფეროში”სილქნეტი” საქართველოს ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა”ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელით კახეთის რეგიონში 2012 წლიდან ოპერირებს და დანერგილი აქვს სატელეფონო, ინტერნეტ, სატელევიზიო და მობილური სერვისები.
კახეთის რეგიონში “მაგთიკომი”, “დელტა” და ადგილობრივი “ფრინეტიც” ოპერირებენ.