სინოპტიკოსები წვიმას და სეტყვას პროგნოზირებენ
9 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი, სეტყვა.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ღრუბლიანობის მატება და ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი.
აღმოსავლეთ საქართველოში კი უმეტესად ღრუბლიანობის მატებაა მოსალოდნელი.
ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან კი, სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში, ელჭექის დროს კი, ძლიერი – 17-22 მეტრი/წამში.
ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში 17-22 გრადუსი, მთაში – 16 -18, მაღალ მთაში – 8 -13 გრადუსი.
თითქმის ანალოგიურ ამინდს ვარაუდობენ 10 მაისსაც.