თბილისში NDI-ის გრძელვადიანი დელეგაცია ჩამოვიდა

თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად თბილისში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გრძელვადიანი დელეგაცია ჩამოვიდა.
მისია 15 საერთაშორისო დამკვირვებლისგან შედგება. ჯგუფის წევრები ქვეყნის მასშტაბით განაწილდებიან და ადგილზე შეისწავლიან ვითარებას.
NDI-ის დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან. არჩევნების დასრულების შემდეგ კი შედეგების შემაჯამებელ ანგარიშს გამოაქვეყნებენ.
არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.