მნიშვნელოვანისიახლეები

ბიძინას მთავარი მოკავშირე ახლა სააკაშვილია -“სირცხვილიას” ლიდერი

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვიდეო მიმართვას სოციალურ ქსელ ფეისბუკში გამოეხმაურა. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

ლიდერი მაშინ ხარ, როცა გაქცევას წაქცევა გირჩევნია.გაქცეული მიშა ოპოზიციის აქტივი კი არა, მისი სისუსტეა და ამ უპასუხისმგებლო გამოხტომებით იგი პოლარიზაციის გაღრმავებაზე, მაშასადამე ქართულ ოცნებაზე მუშაობს.

ყოველი მომდევნო საჯარო გამოსვლისას უფრო და უფრო აშკარაა, რომ მისთვის ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი არაფერს ნიშნავს, თუკი აქ საკუთარი ძალაუფლება არ იგულა.

საშინელი საყურებელია კაცი, რომელიც ვერ შეეგუა, რო აღარ უნდათ და თავს არ ანებებს ყოფილსხან უთვალთვალებს, ხან უსაფრთდება, ხან ექსჰიბიციონისტურად აჩვენებს რა კარგადაა უმისოდ, ჯერ ემუქრება, მერე სიყვარულს ეფიცება, ისტერიკებს უწყობს და არწმუნებს, რომ უმისოდ არაფერია, როცა საქმე პირიქითაა.

ჰგონია ასეთი ქცევა შანსებს უზრდის. ესეც პირიქითაა.

ამ უმწიფარეგოისტური ქცევით იგი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივასთან ერთად საკუთარ პარტიასაც აზიანებს, რომლის რამდენიმე ლიდერმა ნამდვილად გამოავლინა პარტიის სამომავლო მეტამორფოზის პოტენციალი.

ახლა ბიძინას მთავარი მოკავშირე როგორც ენმის, ისე ოპოზიციური კოალიციის წინააღმდეგმიშა სააკაშვილია“, – წერს დიღმელაშვილი.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 27 აგვისტოს, ფეისბუქზე გამოაქვეყნა რომ ბრუნდება საქართველოში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button