მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

პარტია „საქართველოსთვის“ კობახიძის ბრალდებებზე გამოძიებას ითხოვს

პარტია „საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძის მიერ 4 ივნისს გაკეთებულ განცხადებას პარტიის მიმართ ბრალდებად მიიჩნევს და საკითხის გამოძიების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს.

საქმე ეხება ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას, სადაც გაჟღერებული იყო, რომ ნიკა მელიას დაკავების წინ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა დაგეგმილი ალტერნატიული მთავრობის შექმნა და ძალოვანი სტრუქტურის დაქვემდებარება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას გაუჩნდა ეჭვი, ზემოაღნიშნულ საკითხთან, იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო კავშირზე.

პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რომ 4 ივნისს მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ მათ მიმართ გაჟღერდა ბრალდებები, რომელიც ეხებოდა პოლიციელების, ჯარისკაცების და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ შეთქმულებას საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. პარტიის წევრების თქმით, ესაა უმძიმესი ბრალდებები, რომელიც მართალია უსაფუძვლოა, თუმცა აუცილებლად საჭიროებს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან შესაბამის რეაგირებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button