მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება წავკისში

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – მოკლულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორი კი დაჭრილია. შემთხვევა გვიან ღამით წავკისელის ქუჩის 6 ნომერთან მოხდა. მოკლულები ბიძაშვილები – 26 წლის ლექსო და 28 წლის დავით ფეიქრიშვილები არიან. ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფომდე მიყვანამდე გარდაიცვალა.

რაც შეეხება დაჭრილს, სოსო დორეული ამ დრომდე კლინიკა “პინეოში” რჩება. მას ხანჯალი ზურგში ჩაარტყეს. მედიკოსების ინფორმაციით, დორეულს ფილტვი აქვს დაზიანებული.

გვიან ღამით მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მოისმინეთ ექიმის, ნიკა გავაშელაშვილის ხმა.

უცნობია სისხლიანი გარჩევის მიზეზიც. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს. სამართალდამცველები წავკისელის ქუჩაზე თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button