მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სისხლიანი შეტაკებები და დაკავებები აშშ-ში

აშშ-ის ქალაქ ინდიანაპოლისში, სროლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.

ინდიანაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სროლა დაახლოებით, 2:30 წუთზე მოხდა. გავრცელებული ვერსიით, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.

ინდიანაპოლისის პოლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სროლასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციაში ამბობენ, რომ ღამის განმავლობაში, აქციის დროს არც ერთ სამართალდამცველს არ უსვრია.​

გასული ღამის განმავლობაში ნიუ-იორკში 340 ადამიანი დააკავეს. ამ ინფორმაციას „სიენენი“ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სიენენის“ ინფორმაციით, ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების შედეგად, 33 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან რამდენიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებების დროს პოლიციის 48 ავტომობილი დაზიანდა.

ინდიანაპოლისში უკვე მეორე ღამეა, საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. აქციის მონაწილეები, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებენ. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში, მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი პოსტები

Back to top button