“სისტემა არის შეშინებული, დამფრთხალი და იქცევა არაადექვატურად”-ტორესა მოსი

“სისტემა არის შეშინებული, დამფრთხალი და იქცევა არაადექვატურად”- ასე შეაფასა პატიმრობის ორი დღე, მწერალმა და გირჩი მეტი თავისუფლების წევრმა, ტორესა მოსიმ, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავების ვადის სრულად გამოყენება.
” ჩატარდება სასამართლო პროცესი და ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. ჩემი პერსონალური საკითხი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ საკითხებიზე, როლებიც წამოვჭერით, ყურადღება გამახვილდეს. სისტემა არის შეშინებული, დამფრთხალი და იქცევა არაადექვატურად. ხუთას ლარიანი ჯარიმა, რომელიც საპატრულო პოლიციამ გამომიწერა, გავასაჩივრეთ, რადგან არავისთვის ხელი არ შემიშლია და არავინ შემიფერხებია. პროტესტი, ბუნებრივია, გაგრძელდება. 48 საათი გამაჩერეს, ალბათ ფიქრობდნენ, რომ ცოტა გავაწვალოთო, მაგრამ მე პირიქით, კარგ ხასიათზე გამოვედი”- განაცხადა ტორესა მოსიმ.
შეგახსენებთ, თელავის რაიონულმა სასამართლომ ტორესა მოსი ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და პროცესი 19 ნოემბრისთვის გადადო.
მწერალი უსაფრთხოების სამსახურის თელავის განყოფილებასთან მოწყობილი აქცია- პერფორმანსისათვის 12 ნოემბერს დააკავეს. ის საკუთარი ავტომანქანით უწყების შენობის შესასვლელთან მივიდა და პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენა.