მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ანკარაში რაკეტებსა და ასაფეთქებელი ნივთიერებების საწარმოში აფეთქება მოხდა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში აფეთქება მოხდა ქარხანაში, რომელიც რაკეტებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა ხუთი მუშა. ადგილობრივი მედია „ბევრი მსხვერპლის“ შესახებ იუწყება. აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ქარხანაში აფეთქება ხანძრის შედეგად მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

საწარმო მდებარეობს ელმადაგის რაიონში, საცხოვრებელი უბნებიდან შორს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი ქარხნის თავზე კვამლი დაინახეს. CNN-ი იტყობინება, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. ანკარის გუბერნატორმა ვასიპ შაჰინმა განაცხადა, რომ აფეთქება შესაძლოა გამოწვეული იყოს დინამიტის წარმოებისას მომხდარი ქიმიური რეაქციით, თუმცა ოფიციალური განცხადებები ინციდენტის მიზეზებზე მოგვიანებით გაკეთდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button