მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

სიურპრიზი იყო მთავრობის უარი EU-ს დახმარებაზე – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უარი ეთქვა ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის მიღებაზე, რომლის წინაპირობაც რეფორმების გატარება იყო, სიურპრიზი აღმოჩნდა.

კელი დეგნანის თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველომ დაწყებული მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გააგრძელოს.

“ჩვენთვის სიურპრიზი იყო. ცოტა არ იყოს გაკვირვებულები ვართ საქართველოს მთავრობის განცხადებით, რომ არ ჭირდებათ 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხი ევროკავშირისგან პანდემიის მძიმე გავლენის და უმუშევრობის მაღალი დონის მიუხედავად. ამ სესხის დანიშნულება იყო გაეტარებინა საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ შეწყვიტოს რეფორმების გატარება. რა თქმა უნდა ამას გამოეხმაურება ვაშინგტონიც. კონგრესი, რა თქმა უნდა უყურებს, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში, ჩვენ საკმაოდ ახლო კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ვიცით რა სჭირდება საქართველოს. 75 მილიონი ევრო ცოტა ფული არ არის” – თქვა კელი დეგნანმა დღეს გამართულ ღონისძიებაზე მედიასთან საუბრისას.

შეერთებული შტატების ელჩი ასევე შეეხო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტზე და თქვა, რომ ეს კარგი ნიშანია პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად.

“ეს არის ძალიან კარგი ნიშანი და მნიშვნელოვანი, რათა ის რეფორმები გატარდეს, რომელიც აუცილებელია და ამ შემთხვევაში საქართველოს ლიდერებს შორის უნდა იყოს მოლაპარაკება. რა თქმა უნდა, ამერიკული და ევროპული მხარე ეცდება, რომ დაეხმაროს ამ პროცესს, მაგრამ ეს არის ქართველ ლიდერებს შორის მიმდინარე პროცესი. ეს ხელმოწერა არის ნიშანი იმის, რომ რეფორმები, რომელიც დაგეგმილია აუცილებლად განხორციელდება, რაც გააძლიერებს საქართველოს, დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და წინასაარჩევნო პროცესსაც შეუწყობს ხელს. ეს რეფორმები მთლიანად დადებითად აისახება და დადებით შედეგს მოუტანს ქვეყანას და ეხება მთლიანად საქართელოს მოსახლეობას.

როგორც მოგახსენეთ, ეს დოკუმენტი არის გზამკვლევი იმ რეფორმების, რომელიც უნდა განხორციელდეს და ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, ქართველი ლიდერების საშუალებით უნდა განხორციელდეს. ამ რეფორმების განხორციელება არის მნიშვნელოვანი და ეს ხელმოწერა არის სერიოზული გზავნილი, რომელიც გარკვეული მესიჯივით უნდა იყოს და შესაბამისად, ამ რეფორმების განხორციელება დადებითად უნდა აისახოს მოსახლეობაზე”,- განაცხადა კელი დეგნანმა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შარლ მიშელის შეთანხმების“ დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება 1 სექტემბერს მიიღო. პარტიის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის რამდენიმე ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი გახდა ქართული ოცნების ქმედებები, უარი ეთქვათ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, რაც, მელიას თქმით, სააქართველოს დასავლურ კურსზე უარის თქმის ტოლფასია.

მსგავსი პოსტები

Back to top button