მწერალ ტორესა მოსის ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება

მწერალ ტორესა მოსის ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება.
დაკავებულის სასამართლო პროცესი, ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა, ხოლო ადმინისტრაციულმა ორგანომ ხელწერილით მის განთავისუფლებაზე უარი თქვა.
ტორესა მოსის ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, ხატია ოდიშარია, განმარტავს, რომ მწერალი უკვე 24 საათია დაკავებულია და ცნობილი არ არის გამოიყენებენ, თუ არა მის მიმართ, დაკავების გახანგრძლივებულ ვადას.
” ადმინისტრაციულმა ორგანომ ის ხელწერილით არ გაათავისუფლა და განმარტა, რომ დაკავებულმა შესაძლოა ხელი შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებას. ჯერ არც სასამართლო ჩაუნიშნავთ და არც ის ვიცით, დაკავების გახანგრძლივებულ ვადას გამოიყენებენ, თუ არა. იმ შემთხვევაში, თუ ტორესა მოსის სასამართლო სამრთლდამრღვევად ცნობს, შესაძლოა შეუფარდოს ჯარიმა, ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა”- განაცხადა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, პოლიტიკური პარტია გირჩის მეტი თავისუფლების წარმომადგენელმა, მწერალმა ტორესა მოსიმ, 12 ნოემბერს თელავში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კახეთის განყოფილებასთან პერფომანსი გამართა.
ის ტერიტორიაზე საკუთარი ავტომანქანით მივიდა და პოლიტიკური მოთხოვნები, ფანჯრის მინების გამოაკრა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ავტომობილში საბარგულიდან შეაღწიეს და მწერალი დააპატიმრეს.
ტორესა მოსის, სამართალდამცავი ორგანო, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობადა და გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვას ედავება