წინასწარი ინფორმაციით სკოლაში 8 ბავშვი მოიწამლა
წინასწარი ინფორმაციით, თბილისის 139-ე სკოლაში ჯგუფური მოწამვლის ფაქტი დაფიქსირდა.
10 წლის მოზარდები შეუძლოდ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს გახდნენ. 8 მოსწავლე თავბრუსხვევით, პირღებინებით და ზოგადი სისუსტის ნიშნებით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
უცნობია, რამ გამოიწვია ბავშვების მოწამლვა.