მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პროკურატურა თანამშრომლობის-ოპოზიცია მედიაზე შტურმის მოლოდინშია

TV-პირველიდან მასალების ამოღებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მედიაზე შტურმის მოლოდინი აქვთ ოპოზიციაში.

“თუ გავითვალისწინებთ რა პათოსით ისხდნენ წითელი-ქოც ელიტა იმედის ეთერში, გამორიცხული არაა თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს”, – აღნიშნავს ევროპული საქართელოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა.

პროკურატურა კი განმარტავს, რომ ტელევიზიაში შეჭრას არავინ აპირებს.

“ამის დადასტურებას წარმოადგენს ჩვენს მიერ ამოღების განჩინების ტელევიზიისთვის მიწოდებაზე მათთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას”, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურაში, ასევე იმედს გამოთქვამენ, რომ ტელეკომპანია თV პირველი ითანამშრომლებს გამოძიებასთან:

“იმედი გვაქვს, ტვ პირველი მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიოფაილებს იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდათ.
გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები, მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები”. -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას და მიღებულ განჩინებასაც ასაჯაროვებს, საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button