სალვადორში, ქარიშხალ ამანდას, მინიმუმ, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
“დაღუპულთა დათვლა გრძელდება”. – თქვა მან და დასძინა, რომ ჯერჯერობით ცნობილია ცხრა მოქალაქის გარდაცვალებბის შესახებ.
მინისტრმა დაამატა, რომ ქვეყნის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია.
მანამდე სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკლემ, ქარიშხლის მოახლოების გამო, ქვეყანაში 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.