მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში სტიქიით დაზიანებული ყურძნის ჩაბარება დაიწყო

კახეთში სტიქიით დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება დაიწყო.

მევენახეები ყურძენს “მოსავლის მართვის კომპანიას” აბარებენ, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მდებარეობს.

სახელმწიფო კომპანია სტიქიით დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად იბარებს.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

კახეთის გუბერნატორის განმარტებით, მოსავლის მისაღებად, კომპანიები სრულად მომზადებულები არიან.

“სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის. გუშინ შევხვდი თითოეულ მუნიციპალიტეტში მევენახე – ფერმერებს, ადგილზე ვნახეთ დაზიანებული ვენახები, დღეიდან ყველას შეუძლია მოსვლა და ყურძნის შეუფერხებლად ჩაბარება”, – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

დღევანდელი მდგომარეიბით, დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება ოთხ ლოკაციაზე მიმდინარეობს.

რთველი- 2023 საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კიდევ 2 ლოკაციის დამატება.

შეგახსენებთ, 2 სექტემბერს კახეთში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურა, მათ შორის, ვენახები გაანადგურა.

წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან 3500 ჰექტარზე მეტი ფართობია დაზიანებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button