საქართველოსიახლეები

სოხუმის მე-2 საჯარო სკოლაში ხანძარი იყო

სოხუმის მე-2 საჯარო სკოლაში გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. sputnik-abkhazia-ს ცნობით, შეტყობინება ხანძრის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის  დე-ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროში 6:40 საათზე შევიდა.

ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო ტექნიკა იყო მობილიზებული. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია. დე-ფაქტო სამინისტროს ხელმძღვანელის, ლევ კვიზინიას თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

დამწვარია შენობის სახურავი, საკლასო ოთახებისა და ინვენტარის გადარჩენა კი მოხერხდა. სკოლაში 1250 ბავშვი სწავლობს, შესაძლოა, მათ სწავლა ორი კვირით შეუწყდეთ.


ფოტო:
SPUTNIK / ТОМАС ТХАЙЦУК
ფოტო:
SPUTNIK / ТОМАС ТХАЙЦУК


მსგავსი პოსტები

Back to top button