კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოხუმში ბანკზე სავარაუდო თავდამსხმელი დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სამართალდამცავებმა,სოხუმში დააკავეს 38 წლის ალხას კვიცინია.
დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი იმ დაჯგუფების წევრია, რომელმაც “ამრა-ბანკზე”შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო.

შეგახსენებთ,ოთხი ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 11 მარტს, თავს დაესხა სოხუმში, „ამრა-ბანკის“ ფილიალს.

იარაღის მუქარით მათ 1021156 რუბლი (46 360 ლარი) მიითვისეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.
დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტყობინება თავდასხმის შესახებ „აფხაზეთის დროით“ 12:24 საათზე მიიღეს.

თავდამსხმელებს წინააღმდეგობა დაცვის თანამშრომელმა გაუწია, იყო ორმხრივი სროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავდამსხმელებმა ბანკის მიმდებარე ტერიტორიიდან მიმალვა შეძლეს. მომხდარ ფაქტზე „გამოძიება“ გრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button