წყალმომარაგების ლაგოდეხის სერვისცენტრის ძარცვის საქმეზე გამოძიებას ჯერ ეჭვმიტანილიც არ ყავს

ძარცვის შემდეგ, გაერთიანებული წყალმომარაგების ლაგოდეხის ფილიალმა მუშაობა ოფისში დარჩენილი მხოლოდ ერთი კომპიუტერით, ნაწილობრივ განაახლა. სერვისცენტრში მუშაობა სრულად მას შემდეგ აღდგება ,რაც სათაო ოფისიდან საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით ორგანიზაცია ისევ სრულად მომარაგდება
ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყება თანამშრომლების გამოკითხვას აწარმოებს. როგორც რადიო ჰერეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძარცველის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არაა ,გამოძიებას არც ეჭვმიტანილი ყავს. ძიება სსკ 177-ე (ქურდობის) მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ,გაერთიანებული წყალმომარაგების ლაგოდეხის ფილიალი გუშინ 15 მარტს გაქურდეს.რადიო ჰერეთის ინფორმაციით, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკის ნაწილი. დაკარგულია ორგანიზაციის მრგვალი ბეჭედიც. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალიტსები. ორაგნიზაცია მთელი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული ფილიალის ლაგოდეხის სერვისცენტრი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში მესამე სართულზე მდებარეობს. შენობას ყავს დაცვა, რომელიც მხოლოდ სამუშაო დღეებში იმყოფება ადგილზე.
ქურდობა სავარაუდოდ უქმე დღეებში ,მაშინ მოხდა ,როცა შენობაში არავინ იმყოფებოდა.