მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სოხუმში კოვიდშეზღუდვები ერთი თვით გახანგრძლივდა

სოხუმი პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს ერთი თვით ახანგრძლივებს. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 187 მოქალაქე გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 19-ს დაუდასტურდა.

სულ 13793 გამოვლენილი შემთხვევაა. გამოჯანმრთელდა 13305 პაციენტი, 218 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის მუშაობენ სკოლები, საბავშვო ბაღები, კულტურის და კვების ობიექტები, (სტუმრების ღია სივრცეებში მიღების პირობით).

სოხუმში შეზღუდვების დიდი ნაწილი მარტის თვიდან მოიხსნა.კვლავ აკრძალულია, მასობრივი სპორტული და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button