რეგიონი

სოხუმში ოპოზიციის “სახალხო აქცია” მიმდინარეობს

სოხუმში დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის “სახალხო აქცია” მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები ეწინააღმდეგებიან “კანონებს აპარტამენტების, აფხაზეთში ჩასახლების, აფხაზური მიწების დარიგებისა და ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის” შესახებ.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები სლოგანებით: „აფხაზეთი არ იყიდება“, „ენერგეტიკა ხალხის საკუთრებაა“, „ჩვენ აპარტამენტების წინააღმდეგი ვართ“.

სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსის ირგვლივ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღეს .

აქვე დამონტაჟდა ლითონის ჯებირები, მავთულხლართები და ჩააყენეს ავტობუსები.

ადგილზე ე.წ. უსაფრთხოების ძალების გარდა, დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერებიც იმყოფებიან.

დე ფაქტო რესპუბლიკაში მოქმედი ოპოზიცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი ე.წ. მთავრობას ეროვნული ინტერესების ღალატში ადანაშაულებენ და დე ფაქტო პრეზიდენტს მისი დათხოვნისკენ მოუწოდებენ.

ასლან ბჟანიამ კი უყურადღებოდ დატოვა ოპოზიციის ულტიმატუმი, რომლის ორკვირიანი ვადა ამოიწურა.

ცნობისთვის,25 მაისს აფხაზ ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივმა კავშირმა “აიააირამ” ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button